კათედრაზე გამოცდილების გაზიარება
თვითშეფასების
ა ნ
გ ა რ ი შ ი
2014 წლის 3 ივნისს, მე–8 კლასმა ჩემი ხელმძღვანელობით მოაწყო პრეზენტაცია პროექტისა: ,,გიგანტური მაგნიტი“,
რომელიც ეხებოდა დედამიწის მაგნიტურ ველს და მის გავლენას პლანეტის მცხოვრებთა სიცოცხლისუნარიანობაზე.
ჩემი სურვილი იყო კოლეგებისთვის გამეცნო ის მეთოდები,
რომელიც პროექტის მსვლელობისას გვქონდა გამოყენებული, კოლეგებიც დაინტერესებულნი იყვნენ ჩემი შეთავაზებით.
2014 წლის 13 ივნისს ამ პროექტის განხორციელებისას მიღებული გამოცდილიების გაზიარების მიზნით, საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა კათედრაზე მოვაწყე პრეზენტაცია.
პრეზენტაციის
თემა: სასწავლო პროექტი ,,გიგანტური მაგნიტი“
მიზანი:
კოლეგებისთვის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების გაზიარება;
ასეთი მეთოდით სწავლებისას ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი როლისა და მრავალჯერადი შეფასების სისტემის გამოყენების მნიშვნელობის კოლეგებისთვის გაცნობა.
კოლეგებისთვის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების გაზიარება;
ასეთი მეთოდით სწავლებისას ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი როლისა და მრავალჯერადი შეფასების სისტემის გამოყენების მნიშვნელობის კოლეგებისთვის გაცნობა.
შევეცადე
პრეზენტაცია დამეტვირთა პროექტის მსვლელობის ყველაზე საინტერესო და მასწავლებლისთვის
საჭირო ინფორმაციით.
დასაწყისში ყურადღება გავამახვილე პროექტზე დაფუძნებული
სწავლების მნიშვნელობაზე და ისტ–თან ფიზიკის ინტეგრირებაზე, რადგან პროექტის მსვლელობისას
სკოლის გარეთ ურთიეთთობებისთვის და მოსწავლეთა
მიერ პროექტის პროდუქტების შექმნისას, ინფორმაციული
ტექნოლოგიებს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
მოკლედ
გავაცანი კოლეგებს პროექტის გეგმის, ესგ–სთან კავშირის, დასახული ამოცანებისა და სწავლის
შედეგების შესახებ.
ყურადღება გავამახვილე პროექტის დასაწყისში გამოყენებულ
მეთოდზე, რომელიც ეხებოდა Facebook–ის
ჯგუფის შექმნას კლასში და კლასთან დისტანციურად, არასაგაკვეთილო დროს ურთიერთობას სასწავლო
მიზნით, განსაკუთრებით შეფასების რუბრიკებისა და პროექტის გზამკვლევებისა თუ სხვადასხვა
სახის შაბლონების ელექტრონულად გასაგზავნად, რადგან ამ მასალის ბეჭდვითი სახით მიწოდება
თითოეული მოსწავლისთვის დიდ ეკონომიურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, აგრეთვე აღნიშნული
ჯგუფი გამოყენებულ იქნა ჩემს მიერ მშობლებთან კონტაქტისთვის. ამის დასადასტურებლად
პრეზენტაციის დროს კოლეგებს გავაცანი იმ გზავნილის შინაარსი, რომლებიც მშობლებისთვის
მოვამზადე და მივაწოდე, გავაცანი აგრეთვე მათი პასუხები (რამდენიმე).
კოლეგებს
გავაცანი მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები და დავასაბუთე კიდეც ამ აქტივობების საჭიროება თემის სიღრმისეულად შესასწავლად,
შეფასების რუბრიკები და გზამკვლევები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარა როგორც პროდუქტების
შექმნისას, ისე სწორი თვითშეფასებისთვის, რადგან შეფასების გარეშე, ჩემი აზრით, ვერც ერთი მეთოდი სრულყოფილი ვერ იქნება.
კოლეგებს
დიდი სიამაყით წარვუდგინე ის მრავალფეროვანი
და საინტერესო ნამუშევრები (პრეზანტაცია/სლაიდები, ბუკლეტები, დოკუმენტური ფილმი, პროექტის
ბლოგი), რომლებიც შექმნეს მოსწავლეებმა დიდი ძალისხმევისა და მონდომების ფასად.
ბოლოს კი
გავაცანი ჩემს მიერ შექმნილი მასწავლებლის ბლოგის სტრუქტურა და ყურადღება გავამახვილე
იმ დოკუმენტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდე განთავსდეს პროექტის პორტფოლიოში, მათ დავანახე,
რომ პროექტმა მომცა
შესაძლებლობა სრულად წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია
როგორც პარტნიორს. რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ
ფასილიტატორის როლს ვასრულებდი,
ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს
მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს.
კათედრაზე
კოლეგებთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ფორმით გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის–მსმენელისთვისაც
და მომხსენებლისთვისაც მოტივაციის გაზრდის კარგი შესაძლებლობაა. ამაყი ხარ, როცა სიახლეს
ნერგავ და ამ სიახლეს აცნობ დაინტერესებულ ადამიანებს და ამავე დროს მათგანაც იღებ
გარკვეული ტიპის რჩევებს და შენიშვნებს, რაც ჩემი აზრით გეხმარება საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკა კიდევ უფრო დახვეწილი, სასწავლო პროცესი კი მოსწავლეთათვის საინტერესო და
მიმზიდველი გახადო.
ვფიქრობ,
ეს შეხვედრა აუცილებლად შედეგიანი იქნება, რადგან ჩემი აზრით, შევძელი, მასწავლებლები
კიდევ ერთხელ დამერწმუნებინა პროექტებით სწავლების განსაკუთრებულობაში, რომ ასეთი მეთოდით
სწავლება ხელ უწყობს მოსწავლეებში 21–ე საუკუნის
ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, ისტ–ის გამოყენება, პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურობა,
თვითრეგულირება, კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია.
მასწავლებლების
მხრიდან პრეზენტაციას დადებითი შეფასება მიეცა, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია ამგვარი
აქტივობების შემდეგშიც და მრავალჯერ განხორციელებისთვის.
გამოყენებული რესურსები: კომპიუტერი პროექტორით, ,,Microsoft PowerPoint” –ის საპრეზენტაციო პროგრამა.
სსიპ ქ. ახალციხის
№5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მაია თათეშვილი
19. 06. 2014 წელი